Thursday, September 5, 2013

სასწავლო პროექტი

1. პროექტის სახელწოდება: ბუნება და ადსამიანის ჯანმრთელობა.
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა): მოსწავლეთა მიერ საკურორტო ადგილების მოძიება და მათი სამკურნალო თვისებების გამოკვლევა.
3.პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები ეძებენ კომპიუტერის დახმარებით, სხვადასხვა საჭირო მასალებს.
4.პროექტის მიზნები: საქართველოში არსებული საკურორტო ადგილებზე მოაწყობენ ექსკურსიას და აღწერენ ამ ადგილს თუ რა შთაბეჭდილება მოახდინა მათზე.
5.მონაწილეთა ასაკი: 13-14 წლები.
6.ვადები\ხანგრძლივობა: ორი კვირა.
7.მოსალოდნელი შედეგები\ პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეებმა შეიძლება შექმნან ამ ექსკურსიაზე გადაღებული ვიდეოები, ალბომები და გაუზიარონ ერთმანეთს და აუდიტორიას თავიანთი შთაბეჭდილებები,ახსნან მოცემული კურორტის მნიშვნელობა ადამიანზე ჯანმრთელობისათვის და შექმნან ბლოგები.
8.პროექტისათვის საჭირო ზირითადი რესურსები: ვიდეო კამერა, კომპიუტერი,პროექტორი და ექსკურსიაზე წასასვლელი ხარჯები.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): პროექტის მსვლელობის დასაწყისში მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად :პირველ ჯგუფს ვავალებ შეაგროვონ საჭირო თანხა ექსკურსიებზე წასასვლელად, მეორე ჯგუფს კი ვავალებ გადაიღოს საჭირო სურათები და გაანალიზოს თითოეული მათგანის ისტორია.
10.საგნებთა/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს სხვადასხვა საგნებში: გეოგრაფია-განსაზღვრავენ ადგილის გეოგრაფიულ მდებარეობას და დაუკავშირებენ ბუნებრივ რესურსებს.ისტორიაში -გაეცნობიან ამ ადგილების წარსულს, შეადგენენ, რუკებს და ცხრილებს.ისტ-ში (ინტერნეტში მასალების მოძიებით,სურათების ატვირთვით) და სხვა.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ლალი ბათმანაშვილი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: lalibatmanashviliu@gmail.kom